პროექტის სახელწოდება:როგორ გავალამაზოთ ჩვენი ეზო
პროექტის მოკლე აღწერა:ეზოს გალამაზება სხვადასხვა სახეობის ყვავილებით და მწვანე ნარგავებით
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ჩაებმებიან საკუთარი ეზოების, მიმდებარე სკვერების, გაზონების გალამაზებაში, დარგავენ მწვანე ნარგავებს და სხვადასხვა ფერის და სახეობის ყვავილებს, მოაწყობენ კონკურსს საუკეთესო ეზოს, სკვერის, გაზონის გამოვლენაში
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 10–15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 3–5 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მწვანე ნარგავების, სხვადასხვა ჯიშის ყვავილების შერჩევა და დარგვა ეზოში, მათი განვითარების თითოეული დეტალის დაფიქსირება და მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამის შექმნა, ყვავილების დაყოფა სამკურნალო და დეკორატიულ ყვავილებად, უღებენ სურათებს ყვავილების მოყვარულ ადამიანთა მიერ შექმნილ კოლექციებს, შექმნილი ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენის მოწყობა სკოლაში.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები იძიებენ სხვადასხვა სახეობის ყვავილებს და რგავენ, ქმნიან ორანჟერიას, აკვირდებიან მათ ზრდა–განვითარებას, აკეთებენ ყვავილების ელექტრო ალბომს. ირჩევენ მათი კლიმატური პირობების მიეხედვით სასურველი ჯიშის ყვავილებს და მწვანე ნარგავებს, ილამაზებენ საკუთარ გარემოს, აკვირდებიან როგორ იზრდება თითოეული ყვავილი გახარების შემდეგ, რამდენ ხანში იკეთებს ყვავილებს. უკავშირდებიან ყვავილების მოყვარულ ადამიანებს და იღებენ მათგან ინფორმაციებს, იძიებენ ინტერნეტში და წიგნებში შესაბამის მასალებს მათ მიერ დარგული ჯიშის ყვავილების შესახებ, სად არის ამ ყვავილების სამშობლო, რამდენი სახეობაა მსოფლიოში, მათ შორის რამდენია საქართველოში, აგროვებენ ამ ჯიშისყვავილების სხვა სახეობის სურათებს და ქმნიან ფოტოალბომებს. მოსწავლეები ქმნიან ნახატებს, ნაქარგებს და შექმნილი ნამუშევრების ფოტოასლებს გამოაქვეყნებენ ექსპერიმენტალური დაკვირვების შედეგებს გადაღებული სურათებით და შსრულებული ნახატებით, აწყობენ გამოფენებს, აჯამებენ საკუთარი გამოცდილებით მიღებულ შედეგებს და მათთვის საინტერესო მცენარეების შესახებ მოძიებულ ინფორმაციას და ქმნიან ბუკლეტებს, სადაც ათავსებენ თავისივე გადაღებულ ეზოს ყვავილების სურათებს.
მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევისა და შრომის უნარს, ჩამოუყალიბდებათ ძიების სურვილი და უნარი. ისინი მეტს გაიგებენ ეზოს ყვავილების, მწვანე ნარგავების ხასიათისა და პირობების შექმნის შესახებ, გაალამაზებენ საკუთარი სახლის ეზოებს, მიმდებარე სკვერებს და გაზონებს, რაც სასიამოვნო სანახავი იქნება, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე სტუმრად მოსული ადამიანებისათვის, ხოლო მოსწავლეების მიერ დარიგებული ბუკლეტები გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის სხვა სკოლების მოსწავლეებს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ესთეტიკური გემოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიებში – ინტერნეტში მასალების მოძიების, ბუკლეტების გაკეთების, პრეზენტაციის მომზადების, ვებ–გალერიაში სურათების ატვირთვის უნარი.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:მარიკა ბააკაშვილი
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:marikanatia@gmail.com